ეკატერინე ტიკარაძე: სამღვდელოებაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საგანგაშო მაჩვენებელს არ წარმოადგენს

“სამღვდელოებაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საგანგაშო მაჩვენებელს არ წარმოადგენს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საეკლესიო პირებთან მუშაობა მიმდინარეობს და შრომის უსაფრთხოების სამსახურს მათთან დამატებითი შეხვედრები ექნება.

„გამომდინარე იქედან, რომ გაზაფხულზე ძალიან კარგად გაიწერა პროტოკოლი, მნიშვნელოვანია, ეს პროტოკოლი იყოს დაცული, თუმცა, ინფიცირების მაჩვენებელი, რაც სამღვდელოებაშია, საგანგაშო მაჩვენებელს არ წარმოადგენს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა შორის რამდენიმე სასულიერო პირია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები