„ლელოს“ ოფისში ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან

პარტია „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები იკრიბებიან.

როგორც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ოპოზიცია იმსჯელებს, თუ რა გეგმით წარდგებიან ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე.

„მესამე რუანდის სამზადისზე იქნება საუბარი, როგორ და რანაირად წავიდეთ. სხვადასხვა პარტიის ხალხი ვართ. წარმოიდგინეთ, ისეთი ხალხი, რომლებსაც ერთმანეთი არ გვიყვარს დიდად და ბევრ საკითხში ერთმანეთს არ ვეთანხმებით. რა თქმა უნდა, კონკრეტულ საკითხზეც სხვადასხვა მოსაზრებები გვაქვს, თუმცა ვნახოთ, აქამდე საერთო პოზიციაზე შეჯერებას ვახერხებდით, მაგრამ დღეს მოხერხდება თუ არა, ამას მერე გეტყვით“,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები