ამირან გამყრელიძე: ყველა სტაციონარული დაწესებულების ვალდებულებაა, რომ თითოეულ ადამიანს, ვისი სტაციონარიზებაც ხდება, ჩაუტარდეს ტესტირება კორონავირუსზე
“დღეს უკვე ყველა სტაციონარული დაწესებულების ვალდებულებაა, რომ თითოეულ ადამიანს, ვისი სტაციონარიზებაც ხდება, ჩაუტარდეს ტესტირება კორონავირუსზე”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აქამდე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს მხოლოდ ცხელების შემთხვევაში უტარდებოდათ ტესტი.
,,ყველა სტაციონარულ დაწესებულებას უკვე ევალება ყველა ჰოსპიტალიზებული პაციენტის გამოკვლევა კორონავირუსის ინფექციაზე, აქამდე ეს ხდებოდა იმ პაციენტებზე, რომელთაც ჰქონდათ ცხელებით მიმდინარე დაავადება და წვებოდნენ საავადმყოფოში, რათა დიფერენცირება გაკეთებულიყო, იყო ეს კორონავირუსი თუ სხვა ინფექციით გამიწვეული ცხელება. დღეს უკვე ყველა სტაციონარული დაწესებულების ვალდებულებაა, რომ თითოეულ ადამიანს, ვისი სტაციონარიზებაც ხდება, ჩაუტარდეს ტესტირება კორონავირუსზე”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.