თამარ გაბუნია: გაფართოებული ტესტირება არის უკვე გარკვეულწილად ჩამოყალიბებული მოდელი, როდესაც შეზღუდვების ფონზე მაქსიმალურად სწრაფად უნდა გამოვავლინოთ ინფიცირებულები

“ველოდებით, რომ გაფართოებული ტესტირების შედეგად გამოვლენის პროცესი უფრო აქტიური იქნება და პაციენტი, რომელსაც აქვს სიმპტომები, მალევე შეიტყობს ტესტის პასუხს და მიიღებს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს”, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„გაფართოებული ტესტირება არის უკვე გარკვეულწილად ჩამოყალიბებული მოდელი, როდესაც შეზღუდვების ფონზე მაქსიმალურად სწრაფად უნდა გამოვავლინოთ ინფიცირებულები. ველოდებით, რომ გამოვლენის პროცესი უფრო აქტიური იქნება და პაციენტი, რომელსაც აქვს სიმპტომები, მალევე შეიტყობს ტესტის პასუხს და მიიღებს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს. ერთი მხრივ, თვითიზოლაციაში გადასვლის შემდეგ ის აღარ გაავრცელებს ინფექციას, მეორე მხრივ კი დროულად მიაქცევს ყურადღებას იმ სიმპტომებს, რაც შესაძლოა, დაავადების გართულების მანიშნებელი იყოს“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები