მოსკოვის გამზირზე ორკილომეტრიანი შუა ზოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მოსკოვის გამზირზე ორკილომეტრიანი შუა ზოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
ტერიტორიაზე მოეწყო ველო და სასეირნო ბილიკები, განათების, სარწყავი და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები, განთავსდა სკამები და ურნები.
გარდა ამისა, ხუთივე თარგში დაიდგა დასალევი წყლის სოკო. პირველ თარგში მოეწყო როგორც საბავშვო, ისე – სპორტული მოედნები, ხოლო დანარჩენ ოთხ თარგში, თითო მოედანი, ფუნქციური მონაცვლეობით მოეწყო.
ასევე, დაირგო სხვადასხვა სახეობის 9 063 ძირი მწვანე ნარგავი და 14 558 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი.