ეკატერინე ტიკარაძე: სალონების მუშაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით კომუნიკაცია, ჯერჯერობით, არ გვქონია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ დღეებში ამასთან დაკავშირებით არ მივიღებთ გადაწყვეტილებას

“სალონებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომუნიკაცია არ გვქონია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ დღეებში ამასთან დაკავშირებით არ მივიღოთ გადაწყვეტილება ვინაიდან, მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„საბჭოსთვის რამდენიმე პაკეტი გვაქვს წარდგენილი, რომელიც არის საშუალო, მსუბუქი და ძლიერი, რაც აისახება ინფექციის გავრცელებასთან მიმართებაში. ბიზნესის ინტერესებს და მოსახლეობის სოციალურ ინტერესებს ვითვალისწინებთ, აქედან გამომდინარე ჩვენი მოთხოვნა დამყარებულია შემდეგზე – სადაც ყველაზე მეტია ინფექციის გავრცელება და ნაკლებადაა შესაძლებელი კონტროლი, თუ რამდენადაა დაცული დისტანცია, ნიღბის ტარება და ასე შემდეგ. ამას ვაქცევთ ყურადღებას. სალონებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომუნიკაცია არ გვქონია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ დღეებში ამასთან დაკავშირებით არ მივიღოთ გადაწყვეტილება ვინაიდან, მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს. საბჭო ერთად იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები