დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენ ვლაპარაკობთ სიწმინდეებზე და არა – კარტოგრაფებზე, საპატრიარქოს პოზიციაა, საზღვარი გაივლოს ისე, რომ რაც საქართველოს სიწმინდეებია, ის მოხვდეს ქვეყნის ტერიტორიაზე
“ჩვენ ვლაპარაკობთ სიწმინდეებზე და არა ,, კარტოგრაფებზე, ამას თანმდევი რა მოჰყვება, ეს ჩვენი საკითხი არ არის”, – ასე უპასუხა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კარტოგრაფების საქმის შესახებ ჟურნალისტების კითხვას.
მისი თქმით, საპატრიარქოს პოზიციაა, საზღვარი გაივლოს ისე, რომ რაც საქართველოს სიწმინდეებია, ის მოხვდეს ქვეყნის ტერიტორიაზე.
„ჩვენ გვქონდა ვრცელი გადაცემა, დეტალურად ავხსენით, გამოვაქვეყნეთ ის ოქმები, რომელიც ხელმოწერილია ამ კომისიის მიერ, დეტალურად გადავიღეთ ეს ადგილები და დევს ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე. ჩვენ ვლაპარაკობთ სიწმინდეებზე და არა – კარტოგრაფებზე, ჩვენ ვლაპარაკობთ ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე. ამას თანმდევი რა მოჰყვება, ეს ჩვენი საკითხი არ არის. ეს გამოძიებას უნდა ჰკითხოთ. საპატრიარქოს პოზიცია არის, რომ საზღვარი ისე უნდა გაივლოს, რაც ჩვენი სიწმინდეებია, ის მოხვდეს ჩვენს ტერიტორიაზე”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.