კატების მიერ დატოვებული კვალი მსოფლიოს ისტორიაში
აი, კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ კატები ჩვეულებებს არ იცვლიან. თუკი თქვენს სახლში ცხოვრობს კატა, მაშინ რითიც არ უნდა იყოთ დაკავებული, ის აუცილებხლად მოვა და ხელს შეგიშლით, სანამ თქვენს ყურადღებას მას არ დაუთმობთ. ასე ხდება ახლა და ასე ხდებოდა ათასობით წლის წინაც.
კატებმა საკუთარი კვალი დატოვეს ისტორიაში, პირდაპირი მნიშვნელობით. პირველი ნივთი, რაზეც კატის თათის ანაბეჭდი იპოვეს, ადრიანეს კედლის ბეტონის ბლოკის ფრაგმენტებია. ეს დამცავი კონსტრუქცია, რომელიც 117 კილომეტრის სიგრძისაა, 122-128 წლებში აიგო. ოთხ ფრაგმენტზე ცხოველის თათის ნაკვალევი ჩანს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს ზუსტად კატის კვალია.
კიდევ ერთმა ფუმფულა მეგობარმა აირჩია „კარგი“ დრო, რომ პატრონისთვის ხელი შეეშალა. კატამ წააქცია სამელნე, შიგნით თათებით ჩადგა და შემდეგ ბალკანურ, მეთხუთმეტე საუკუნოვან ხელნაწერ წიგნზე გაიარა.
აი, კიდევ ერთი კატის ნაკვალევი. ამჯერად რომაულ აგურზე. არტეფაქტი აღმოაჩინეს ვანკუვერში, ვაშინგტონის შტატში. როგორ მოხვდა ეს აგური ასე შორს რომის ბრიტანეთიდან, უკვე საიდუმლოა, აი, კატის ნაკვალევი კი, სულაც არა რის გასაკვირი.
ეს ნაკვალევი კი ინდის ცივილიზაციას უკავშირდება.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ათასობით წლის წინაც კატებს სულაც არ აიტერესებდათ, რამდენი შრომა და დრო ჩადეთ თქვენს მუშაობაში – კატამ ყველგან უნდა დატოვოს თავისი კვალი. როდესაც კიდევ დასხდებით კომპიუტერთან და კატა კლავიატურაზე წამოგიწვებათ, არ ეჩხუბოთ, გაიხსენეთ ის გადამწერი, რომელსაც ნაშრომზე კატამ მელნიანი თათებით გადაუარა.