ამირან გამყრელიძე: სიმპტომები, ჯერჯერობით, არ მაქვს და ტესტის პასუხიც უარყოფითია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და სიმპტომები, ჯერჯერობით, არ აქვს. გამყრელიძე ამბობს, რომ უარყოფითია ტესტის პასუხიც.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მაგრამ რადგან გასულ შაბათ-კვირას ინტენსიური კონტაქტი მქონდა ინფიცირებულებთან, რომელთა ინფიცირება დადგინდა ორშაბათს, მე-3 დღეა, ვარ იზოლირებული, სიმპტომები, ჯერჯერობით, არ არის და ტესტის პასუხიც უარყოფითია”, — თქვა გამყრელიძემ TV პირველთან.
ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში 17 ნოემბერს გადავიდა.