იტალიაში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელი, 731 დაფიქსირდა, ესპანეთში კი – 435
იტალიასა და ესპანეთს კორონაცირუსის მეორე ტალღამ, შეიძლება ითქვას, რომ უკვე უდიდესი ზაინი მიაყენა. იტალიაში ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელი – 731 დაფიქსირდა, ხოლო ესპანეთში – 435.
ჯამურად, იტალიაში 46, 464 კოვიდგარდაცვლილია, ხოლო ესპანეთში – 41,688 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში ერთ დღეში გარდაცვალების ასეთი მაღალი მაჩვენებელი 3 აპრილის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ესპანეთში გასულ კვირას გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი 411 იყო.
კორონავირუსის მეორე ტალღას იტალიაში უკვე 9,000 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.