ამირან გამყრელიძე: არ განიხილება სრული ჩაკეტვა, დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება და სრული ჩაკეტვა კვლავ არ განიხილება.

„ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და კიდევ უფრო გამკაცრდება. ამაზე დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა, დამატებითი კონსულტაციები გაიმართება დღეს საღამოს, ხვალ კიდევ. კიდევ უფრო გამკაცრდება ქვეყანაში მთელი რიგი შეზღუდვები, თუ რა, წინასწარ ვერ გეტყვით.

არ განიხილება ისეთი სრული ჩაკეტვა, რაც განახორციელა ჩინეთმა უხანში, სამი თვის განმავლობაში. განიხილება სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებები, რომელიც ნაწილი დაწესებულია და ნაწილი კიდევ უფრო გამკაცრდება, თუმცა, მარტო დაწესება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია აღსრულება. ძალიან დიდი მნიშვნელობააქვს გარკვეული შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ უფრო დიდი მისი აღსრულების კონტროლს“, – განმარტა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები