ბიძინა ივანიშვილი: ნათელაშვილი, კუკავა და ”ნაციონალები” ერთნი არიან
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებლის და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ნათელაშვილი, კუკავა და ”ნაციონალები” ერთნი არიან.
“პოლემიკა მიდის 30-40% შორის. “ნაციონალების” დროს იყო 30% ბარიერი, ახლა 40%-იანი გახდა. არასაპარლამენტო ოპოზიცია 50%-ს ითხოვს და ეს ვერ დააკმაყოფილეს. პირადად ჩემთვის ეს პრინციპული არაა, მაგრამ “ნაციონალებმა” ხომ უნდა იყვირონ, ესაა მათი საქმე. კუკავა, ჩემი გადმოსახედიდან, “ნაციონალებზე” უკეთესი არ არის. ესენი ერთნი არიან, ნათელაშვილი, მით უმეტეს, ნათელაშვილისკენ არიან ყველანი. ლეგიტიმაციისთვის და უკეთესი ცხოვრებისთვის საჭიროა ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ ერთბაშად, ერთ დღეს ვერ მივიღებთ ევროპას. ახლა რაც არ უნდა გავაკეთოთ, ოპონენტებს რომ 50%-იანი ბარიერი ეთქვათ ჩვენებს, რაღაც ახალს მოიგონებდნენ. ჩვენ დემოკრატია უნდა ვისწავლოთ. ამისთვის შეიქმნა “მოქალაქე”, – განაცხადა ივანიშვილმა.