ზაალ უდუმაშვილი: აქცია გაგრძელდება, უფრო მეტი ხალხი მოვა
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები დაშლას არ აპირებენ.
მისი თქმით, ცესკო-სთან უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბება.
„ასე პასუხობს ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობას, იმ მოსახლეობას, რომელსაც მოპარა და წაართვა არჩევნები. წყლის ჭავლები, ძალით დაშლა უკვე გავიარეთ შარშან. აქცია, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, თუ ჰგონიათ, რომ ამით დააშინებენ ხალხს და აქცია არ იქნება, უფრო მეტი ხალხი მოვა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ცესკო-ს შენობასთან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი