GORBI: კითხვაზე, რომელ პარტიას უჭერ მხარს, თბილისის შემთხვევაში პასუხები ასე გადანაწილდა – „ქართულ ოცნებას“ 54,6% აქვს, „ლელო“ – 15,7%, „გახარია საქართველოსთვის“ 14,8%, „გირჩი“ 8,8%
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა.
რომელ პარტიას უჭერთ მხარს? ეს კითხვა GORBI-მ თბილისში მცხოვრებლებს დაუსვა. დედაქალაქის შემთხვევაში პასუხები ასე გადანაწილდა:
- „ქართულ ოცნებას“ 54,6% აქვს;
- „ლელო“ – 15,7%;
- „გახარია საქართველოსთვის“ 14,8%;
- „გირჩი“ 8,8%;
- „პატრიოტთა ალიანსი“ 3,2%;
- სხვა პარტიებს კი საერთო ჯამში 2,9%.
კვლევა პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა. საველე სამუშაო მოიცავს 11-20 აგვისტოს პერიოდს. გამოიკითხა 2300 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.