აქციის მონაწილეები ცესკო-ს შენობის ბლოკირებას იწყებენ
ოპოზიციის მიერ გამართული აქციის მონაწილეები ამ წუთებში სანაპიროს ტერიტორიაზე იმყოფებიან და ცესკო-ს შენობისკენ გადაადგილდებიან.
ოპოზიციის ერთერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, მთავრობამ კომპრომისზე არ წავიდა და მისთვის განკუთვნილი დრო ამოწურა.
აქციის მონაწილეები ცესკო-ს შენობის ბლოკირებას იწყებენ და აცხადებენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე იქნებიან მანამ, სანამ თამარ ჟვანია თანამდებობას არ დატოვებს. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.