პარლამენტთან დრონის ჩამოვარდნის შედეგად აქციის ერთი მონაწილე დაშავდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, სადაც ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აერო გადაღების კამერა აქციაზე მყოფ ერთ-ერთ მოქალაქეს თავზე დაეცა.

ახალგაზრდა მამაკაცმა თავის არეში დაზიანებები მიიღო, თუმცა როგორც თვითმხილველები ამბობენ, არა სერიოზული. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ცნობისთვის, პარლამენტთან შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები