რუსთაველზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან

15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იწყება. პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან.

ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

მთავარი მოთხოვნა ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომა და ხელახალი არჩევნებია. მანამდე ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

ასევე, ოპოზიციონერები ხაზს უსვამენ, რომ აქცია რეგულაციების სრული დაცვით წარიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები