ირაკლი კობახიძე: ალბათ, ყველა პარტია, მათ შორის, „ნაცმოძრაობაც“ მთლიანად თუ არა, ნახევარზე მეტი მაინც შევა პარლამენტში

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიების უდიდესი ნაწილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ნახევარზე მეტი პარლამენტში შევა.

როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მმართველი გუნდი მრავალპარტიული პარლამენტისთვის აქტიურად მუშაობს.

„ამას უკვე დღეები გვიჩვენებს. უახლოეს მომავალში გაირკვევა ის, რომ პარტიები, ყოველ შემთხვევაში, უდიდესი ნაწილი, მაგრამ ალბათ ყველა პარტია, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობაც“, მთლიანად თუ არა, ნახევარზე მეტი მაინც, შევა პარლამენტში. ეს არის დღევანდელი განწყობა, რაც არის ოპოზიციურ სპექტრში და ეს განწყობა დღევანდელი აქციის შემდეგ, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. ფორმებსა და მეთოდებს მე ვერ დაგიკონკრეტებთ, მაგრამ დაგიდასტურებთ, რომ აქტიურად ვმუშაობთ მრავალპარტიული პარლამენტისთვის. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებაც ეს არის ხომ? რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიზრუნოთ, რომ საქართველოში შედგეს მრავალპარტიული პარლამენტი და ამ მიზანს, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, აუცილებლად მივაღწევთ. რაც შეეხება ყიდვას, მე გარწმუნებთ, რომ „ნაცმოძრაობა“ იმ პარტიების უმრავლესობას, რომელთანაც დღეს აქვს მოლაპარაკება, ვერ იყიდის“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები