კორონავირუსის 2901 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან თბილისში 1060, აჭარაში 461, იმერეთში კი 340 გამოვლინდა.
საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირებული 641 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
“დღეს გამოვლენილი 2 901 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 060 შემთხვევა, აჭარაში – 461, იმერეთში – 340, ქვემო ქართლში – 181, შიდა ქართლში – 199, გურიაში – 68, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 369, კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 78, სამცხე-ჯავახეთში – 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 680. 4 691 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 316, აჭარაში – 740. მძიმე პაციენტი გვყავს 641, მათ შორის, თბილისში – 332, აჭარაში – 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 322 პირი, მათ შორის, თბილისში – 160, აჭარაში – 92. 2 879 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 449 – აჭარაში, ხოლო 971 – თბილისში. 7 110 პირი მკურნალობს ბინაზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.