ოპოზიცია დღეს პარლამენტის წინ აქციას გამართავს

ოპოზიციური პარტიები დღეს პარლამენტის წინ აქციას გამართავენ. ​

ოპოზიციური პარტიები თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან, საიდანაც ისინი მსვლელობით პარლამენტის წინ მივლენ. მანამდე კი, დედაქალაქისკენ რეგიონებიდან ავტოკოლონები დაიძვრება.

ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უნდობლობას უცხადებენ. მათი თქმით, არჩევნები გაყალბდა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია 15.00 საათზე დაიწყება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები