ლევან რატიანი: დავიცვათ ელემენტარული ნორმები, ექიმებიც გამოვიფიტებით
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა კორონავიურსზე, მის გავრცელებაზე და შესაძლო შედეგებზე ისაუბრა.
მისი თქმით, თუ მასიურად არ დაიცვა მოსახლეობამ ის ელემენტარული ჰიგიენური ნორმები, თავშეყრის ადგილების აკრძალვა, პირადი ჰიგიენის დაცვა და ა.შ, საქართველოს ჯანდაცვა სამწუხაროდ ამას ვერ გაუძლებს.
„8 თვე გავიდა და არ არსებობს სამკურნალო საშუალება, რომელიც კოვიდ ვირუსზე მოქმედებს, არც პროფილაქტიკური, არც პათოგენეზური, ერთადერთი, რაც გვაქვს ეს არის სიმპტომური მკურნალობა, მაგრამ რაც სამყაროს გამოცდილებამ გვანახა არის ის, რომ თუ დავიცავთ ფიზიკურ დისტანციას, იმ ელემენტარულ ღონისძიებებს, რაც ამ დაავადების ჯაჭვის წყვეტა მოითხოვს, ეს პრობლემა გადაიჭრება.
თუ ისევე გავაგრძელებთ, როგორც დღემდე ვიქცევით, ამას არათუ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს, წარმატებული ჯანდაცვის სისტემებიც განიცდის ასეთ შემთხვევაში რღვევას, ამიტომ ყველას ვალდებულებაა, მოვალეობაა, დავიცვათ რეკომენდაციები.
ექიმებიც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, თუ საზოგადოებამ არ შეგვიწყო ხელი, დადგება დრო ჩვენც გამოვიფიტებით.
დამერწმუნება ყველა, რომ თითოეული ჩვენგანი ჯარისკაცი ვართ, თითოეული სიცოცხლის გამარჯვებისთვის ვიბრძვით, მაგრამ თუ მასიურად არ დაიცვა ჩვენმა მოსახლეობამ ის ელემენტარული ჰიგიენური ნორმები, თავშეყრის ადგილების აკრძალვა, პირადი ჰიგიენის დაცვა და ა.შ, საქართველოს ჯანდაცვა სამწუხაროდ ამას ვერ გაუძლებს.
დიდი თხოვნა იქნება, დავიცვათ ელემენტარული ნორმები და იმედია, რომ გარკვეულ პერიოდში ეს გამოიწვევს ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებას, რაც პირდაპირ პროპორციულ კავშირშია დაავადებულთა რაოდენობასთან“, – განაცხადა ლევან რატიანმა.