როგორი ამინდია მოსალოდნელი 8 ნოემბერს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსის, სვეტლანა ნიორაძის თქმით, 8 ნოემბერს თბილისში და საქართველოს მასშტაბით, ძირითადად, უნალექო ამინდი იქნება.
“კვირას თბილისში უნალექო ამინდი იქნება, წვიმა მოსალოდნელი არაა, ჰაერის 15-17 გრადუსამდე გათბება”, – განუცხადა ,,კვირას” სვეტლანა ნიორაძემ.
ცნობისთვის, კვირას, 8 ნოემბერს თბილისში ოპოზიციის აქციაა დაგეგმილი.