სამოქალაქო აქტივისტები ცესკო-სთან აქცია-პერფორმანსს მართავენ
„შედეგები გაყალბებულია, გადათვალე!“ „ნამეტანი მოგივიდათ“, – ამ ლოზუნგებით სამოქალაქო აქტივისტები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია-პერფორმანსს მართავენ.
როგორც მოძრაობა “სირცხვილიას” წარმომადგენელმა, გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, თამარ ჟვანიასა და „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბება ძვირად დაუჯდებათ.
„ცესკო-სთან მოსვლა ნიშნავს იმას, რომ არჩევნები გააყალბა, მოიტყუა, მოგვპარა ხმა. ძალიან ძვირად დაუჯდებათ თამარ ჟვანიასა და „ქართულ ოცნებას“ ჩვენი აქ მოსვლა. თითქმის ყველა ქალაქში აქციებია. ბევრი ვიკავეთ თავი, ბევრი ვიწვალეთ, რომ მთელი წლის განმავლობაში კბილებით მოგვეტანა ეს პროცესი არჩევნებამდე, რომ არჩევნების გზით შეცვლილიყო ეს ხელისუფლება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ეს ყველაფერი არ უნდა, ამიტომ, ძალიან ძვირად დაუჯდება“, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე სხვდასხვა ნივთთან ერთად საანგარიშო და მათემატიკის წიგნი მიიტანეს.