არჩილ თალაკვაძე: ეუთო/ოდირ-ის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს ძირითადი დასკვნა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები
“ქართული ოცნების” ლიდერებსა და ეუთო/ოდირ,ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განაცხადებით, მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს ეუთო/ოდირ-ის ძირითადი დასკვნა, რომ არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული და ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო.
„მათ მადლობა გადავუხადეთ, რათა გლობალური პანდემიის პირობებში ჩამოვიდნენ საქართველოში, დააკვირდნენ ჩვენს საპარლამენტო არჩევნებს. მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს ეუთო/ოდირ-ის ძირითადი დასკვნა, რომ არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული, ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. რეალურად, შედეგებშიც ჩანს, რომ პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩვენ არსებითად პროპორციული სისტემით ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც, პოლიტიკურმა პარტიებმა დამოუკიდებლად შეძლეს ბარიერის გადალახვა და შესვლა პარლამენტში. ეს იქნება მრავალპარტიული პარლამენტი და, რასაკვირველია, არჩევნები ემსახურება საქართველოს დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერებას. ჩვენ ამისთვის გავატარეთ ფუნდამენტური, დემოკრატიული რეფორმები ამ წლებში და ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს შედეგი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ჩვენი ქვეყნის შემდგომი წარმატებისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.