როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 3-5 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 3-5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +16, +21 გრადუსი იქნება. 6 ნოემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა 4-5 გრადუსით დაიკლებს.
მათივე ცნობით, თბილისში მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 3-5 ნოემბერს +18, +20, ხოლო 6 ნოემბერს +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.