ცესკო-მ ჩაასწორა მონაცემები, რის მიხედვითაც დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მეორე ადგილზე ზურაბ ჯაფარიძე გავიდა და არა – ანა დოლიძე

ცოტახნის წინ ცესკო-მ განაახლა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში ზურაბ  ჯაფარიძემ მხარდამჭერთა  21,09 % (14529 ხმა) მიიღო,  ანა დოლიძემ კი 20,96 % (14438 ხმა) დაიმსახურა.

იქამდე, კომისიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, 104-ვე საარჩევნო უბნის ხმების დათვლის შედეგად, 20,99 %-იანი მხარდაჭერით (14 438 ხმა) მეორე ადგილზე ოპოზიციონერი დამოუკიდებელი კანდიდატი, ანა დოლიძე  იმყოფებოდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, პირველ ადგილზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი  – გია ვოლსკი გავიდა, რომელმაც ამომრჩეველთა 42,76 %-მა დაუჭირა მხარი.

დიდუბე-ჩუღურეთში, ისევე როგორც თბილისის დანარჩენ შვიდ ოლქში, 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში ერთმანეთს პირველ-მეორე ადგილზე გასული კანდიდატები, შესაბამისად, გია ვოლსკი და ზურაბ ჯაფარიძე დაუპირისპირდებიან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები