ირმა ინაშვილი – “ნაცების” აქციაზე: აი, ეს იაფფასიანი, მართლა აგენტები ვინმეს რომ ГРУ-ს აგენტობას დააბრალებენ, ამაზე, მგონი, ყველაზე მეტად თვითონ ГРУ-ს ეცინება

“მთელს ქვეყანას რუსეთის აგენტებად აცხადებენ და ბოლოს, მაინცდამაინც თავისუფლების მოედნიდან, რუსულად იმღერეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მოკლედ, რა ჟანრია, თავად განსაზღვრეთ: კომედიაა, ტრაგედიაა, ტრაგი-კომედიაა და თუ კიდევ სხვა რამ:

მთელს ქვეყანას რუსეთის აგენტებად აცხადებენ, რა ცხრილი და სქემა არ დახაზეს, რა მილიონებზე არ ილაპარაკეს და ბოლოს, მაინცდამაინც თავისუფლების მოედნიდან… დააკვირდით, თავისუფლების მოედნიდან რუსულად იმღერეს. ახლა აღარ იყო რუსეთი ოკუპანტი, თქვე ფარჩაკებო?

იმედია, ხვდებით, როგორ იშიფრება ეს ყველაფერი:

დილიდან ГРУ-თი დაიწყეს და საღამოს თავისუფლების მოედნიდან სწორედ ГРУ-ს მისცეს სიგნალი: თქვენი ვიყავით და თქვენი ვართ, იმასაც ჩაგაბარებთ, რაც ჩასაბარებელი დაგვრჩა ანუ ჩასაბარებელი კიდევ ბევრიაო.

აი, ეს იაფფასიანი… მართლა აგენტები ვინმეს რომ ГРУ-ს აგენტობას დააბრალებენ, ამაზე, მგონი, ყველაზე მეტად თვითონ ГРУ-ს ეცინება.

ფონოგრამა შეეშალათ, თურმე“, – წერს ირმა ინაშვილი „ფეისბუქზე“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები