ეკატერინე ტიკარაძე: უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია, შეგვიძლია, არჩევნებზე თამამად მივიდეთ

“ჩვენმა ყველა მოქალაქემ ყველა ნორმის დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება და მივიდეს არჩევნებზე, ვინაიდან საქართველოსთვის დღესდღეობით ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, არჩევნებზე უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იქნება.

“ჩვენმა ყველა მოქალაქემ ყველა ნორმის დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება და მივიდეს არჩევნებზე, ვინაიდან საქართველოსთვის დღესდღეობით ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. რამდენიმე თვეა, ცესკო-სთან ერთად ჯანდაცვის სამინისტრო, ეპიდემიოლოგები და შრომითი უსაფრთხოების სამსახური დეტალურად მუშაობდნენ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო გარემო, სადაც ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებოდათ გაეკეთებინათ თავისი თავისუფალი არჩევანი უსაფრთხო გარემოში. ყველა ნორმა დაცულია. ჩვენ შეგვიძლია, თამამად მივიდეთ ნებისმიერი ასაკის მოქალაქე და გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიულ განვითარებას”, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები