“ევროპის უნივერსიტეტში” სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი აირჩიეს

“ევროპის უნივერსიტეტში” სტუდენტური თვითმმართველოს პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა.

კენჭისყრა 17:00-დან 18:00 საათამდე მიმდინარეობდა, შედეგად გამოვლინდა თვითმმართველობის პრეზიდენტი – სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი თინათინ ქურასბედიანი.

დანარჩენ კანდიდატებს შორის ხმები თანაბრად გადანაწილდა, რის გამოც ვიცე-პრეზიდენტის არჩევის მიზნით მეორე ტურის ჩანიშვნა გახდა საჭირო.

არჩევნების მეორე ტურის შედეგად თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი კახა ფუტკარაძე გახდა.

პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის არჩევამდე მომსახურების ცენტრი სტუდენტური თვითმმართველობის ახალ შემადგენლობას შეხვდა, რომლის დროსაც სტუდენტები თვითმმართველობის არსებულ დებულებას გაეცნენ.

ინფორმაციას, ევროპის უნივერსიტეტი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები