დედაქალაქის მერიამ თბილისის ზღვის მიმდებარედ, 170 ჰექტარზე არსებული დენდროლოგიური პარკის პროექტირება დაიწყო.
პროექტირების პირველი ეტაპი მოიცავს საველე პირობებში პარკის ბიომრავალფეროვნების კვლევას, რომლის საფუძველზეც დეტალური ლანდშაფტური პროექტი დამუშავდება. აღნიშნულ სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
170 ჰექტარ ფართობზე მოეწყობა სხვადასხვა ფუნქციური ზონები ისე, რომ არსებული ბუნებრივი ლანდშაფტი სრულად იქნება შენარჩუნებული. პროექტის დასრულება მომდევნო წლის დასაწყისისთვის იგეგმება.
საველე სამუშაოებს, ასევე ექპერტები და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები პროექტირების პროცესში.