ჭეიშვილი – ევროკავშირის პრიზზე ჟურნალისტიკაში: თუ ბრიუსელი და ევროსაბჭო ცალი ხელით აპირებს ხელისუფლებასთან საუბარს, მეორე ხელით ევროკავშირის ელჩი არ უნდა გამოდიოდეს და არ უნდა აჯილდოვებდეს მოძალადე ჟურნალისტებსა და მომიტინგეებს

„თუ ბრიუსელი და ევროსაბჭო ცალი ხელით აპირებს ხელისუფლებასთან საუბარს, მეორე ხელით ევროკავშირის ელჩი არ უნდა გამოდიოდეს და არ უნდა აჯილდოვებდეს მოძალადე ჟურნალისტებსა და მომიტინგეებს,“ – ასე აფასებს „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჭეიშვილი გამოცემა „პუბლიკისთვის“ ევროკავშირის პრიზის გადაცემას.

„დღემდე, რა პროცესიც ქვეყანამ გაიარა, მთლიანად ჩართული იყო ბრიუსელი და ევრობიუროკრატია. ამ ყველაფერს აკეთებდნენ პაველ ჰერჩინსკის ხელით, ის იღებდა დავალებებს და განხორციელებაც მისი ხელით ხდებოდა. ეს არის წახალისება, ეს არის ის, რომ მუხტი არ დავარდეს, რაღაც დოზით უფასებენ ამ ადამიანებს არაფრისმომცემი ჯილდოებით. ვიცით „პუბლიკა“ რას აქვეყნებდა, რას აფიშირებდა ამ პერიოდის განმავლობაში. ესეც არის დღევანდელი ევროპის დაბალი სტანდარტი. რაც შეეხება ევროკავშირის ელჩს, ორი წელია ეს ადამიანი ჩვენი ქვეყნისთვის კარგს არაფერს აკეთებს. ჯილდოების გადაცემას, სჯობს 4 ოქტომბრის პროცესებს გაემიჯნოს“, – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები