თვითიზოლაციაში მყოფ შემოსავლების სამსახურის 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

COVID-19-ის რისკ ჯგუფების სისტემური ტესტირების ფარგლებში 1-9 ოქტომბერს, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს, მებაჟე ოფიცრებსა და შესაბამის ობიექტებზე (გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“ და საბაჟო გამშვები პუნქტები: ,,ყაზბეგი“, „სადახლო სარკინიგზო“, „გარდაბანი“, „სარფი“, „კარწახი“, „ქუთაისის აეროპორტი“, „ბათუმის აეროპორტი“) ადმინისტრაციულ/დამხმარე პერსონალს, საერთო ჯამში, 430 პირს გამოკვლევა ჩაუტარდა.
უწყების ცნობით, გამოკვლეულ პირთაგან კორონავირუსი თვითიზოლაციაში მყოფ შემოსავლების სამსახურის 9 თანამშრომელს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქვე გაცნობებთ, რომ საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, პირველი ოქტომბრიდან ცხრა ოქტომბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, მიზნობრივი ტესტირება, ანტიგენსა და ანტისხეულზე, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალების 6 521 მძღოლს (როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქე პირები) ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები