პუტინი: ჯო ბაიდენის განცხადებებში მკვეთრი ანტირუსული რიტორიკა იკვეთება

“ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის განცხადებებში მკვეთრი ანტირუსული რიტორიკა შეინიშნება”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

“რაც შეეხება დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ვხედავთ საკმაოდ მწვავე ანტირუსულ რიტორიკას, სამწუხაროდ, ამას შეჩვეულები ვართ”, – თქვა პუტინმა.

მისივე თქმით, არსებობს საკითხები, რომლებსაც ასევე უნდა მიექცეს ყურადღება: “პირველ ყოვლისა, დემოკრატიული პარტია – ტრადიციულად უფროა დაახლოებული ე.წ.ლიბერალურ ფასეულობებთან. ის უფრო ახლოს არის სოციალ-დემოკრატიულ იდეებთან, თუ მათ ევროპას შევადარებთ, ამასთან, სოციალ-დემოკრატიული წრიდან, ოდესღაც კომუნისტური პარტიაც აღმოცენდა”.

რაც შეეხება რუსეთის თანამშრომლობას აშშ-ის მომავალ პრეზიდენტთან, პუტინი ამბობს, რომ კრემლი ნებისმიერ მათგანთან ითანამშრომლებს.

“ნებისმიერ ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატების პოზიცია, მათ შორის, ისეთი დიდი სახელმწიფოსი, მოდით, პირდაპირ ვთქვათ, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, უნდა შეაფასონ ამ ქვეყნის ამომრჩევლებმა. ამ შემთხვევაში – შეერთებული შტატების მოქალაქეებმა. ჩვენ გვერდითი დამკვირვებლები ვართ, ჩვენ არ ვერევით. ჩვენ შეერთებული შტატების ნებისმიერ მომავალ პრეზიდენტთან ვითანამშრომლებთ, იმ ადამიანთან, ვისაც ნდობას ამერიკელი ხალხი გამოუცხადებს”, – განაცხადა პუტინმა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები