ზღვისუბნის III მ.რ-ში მიწისქვეშა კომუნიკაციებს ცვლიან

ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი შენობების მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია გრძელდება. ერთ-ერთი პროექტი ზღვისუბნის III მ.რ. III კვ. N52 და 53 კორპუსებში მიმდინარეობს, სადაც წყალარინების მოძველებული ქსელი იცვლება – 109 გრძივ მეტრზე ახალი მილები ეწყობა, ასევე, დამონტაჟდება 7 საკომუნიკაციო ჭა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. პროექტის დეტალების შესახებ გამგებელი ადგილობრივ მცხოვრებლებს ესაუბრა.

„ზღვისუბანში აქტიურად ვაგრძელებთ კორპუსების დაზიანებული კომუნიკაციების შეცვლას. ახალი ქსელის მოწყობის შემდეგ, ტერიტორიაზე დაიგება ასფალტის საფარი. ამ პროექტით 96 ოჯახს მოუგვარდება წყალარინების პრობლემა“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ღირებულება 36 392 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები