აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელწოდება შეეცვლება და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო” დაერქმევა. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე – ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, გამარტივებული წესით – ერთი მოსმენით, განიხილეს და ერთხმად მიიღეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილება.
“კანონის პროექტი, სხდომაზე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა – დენის სალუქვაძემ წარმოადგინა.
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული კანონის პროექტით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელწოდება შეეცვლება და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის
სამინისტრო” დაერქმევა. ცვლილების შედეგად, სამინისტროს სახელწოდება სრულ შესაბამისობაში მოდის უწყების მმართველობის სფეროებთან, ამოცანებსა და კომპეტენციებთან,”- წერია ინფორმაციაში.