გიორგი ვოლსკი – “ოპოზიციის ალიანსზე”: ეს ხალხი მავნებელთა ჯგუფია, ვინც თავის აქტივობას ხან კარდაკარს არქმევს, ხან დახურულ შეხვედრას

“პოლიტიკაში კარდაკარი აბსოლუტურად მისაღები პრაქტიკაა, მაგრამ რეალურად, მათ რესურსი არ გააჩნიათ, რომ კარდაკარ იარონ. ისინი კარდაკარ ადამიანებს ვერ დაარწმუნებენ, რომ საქართველო ცეცხლში უნდა იყოს გახვეული და დესტაბილიზაცია სწორი გზაა, სხვა სალაპარაკო კი მათ არ გააჩნიათ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ “ოპოზიციის ალიანსზე” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ხალხი მავნებელთა ჯგუფია, ვინც თავის აქტივობას ხან კარდაკარს არქმევს, ხან დახურულ შეხვედრას და ხან სხვა ტიპის კომუნიკაციას.

„ოპოზიციაში დაპირისპირება იქნება, რადგან მათ რიგებში ისეთი ადამიანები არ არიან, ვისაც შეუძლია, ერთად იყოს. მათ შორის დაპირისპირების მიზეზია ლიდერობაც. გარდა ამისა, ყველას უნდა, პატრონს თავი დაანახოს, რომ ყველაზე ქმედითია, ვინც უფრო მეტად უნდა დაფინანსდეს და მეტი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. ვიღაცის წინაშე გაპრანჭვა და კეკლუცობა ჩვეულებრივი ამბავია. ეს ხალხი კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. შიგნით ფუთფუთი მათ ხასიათს, რასაკვირველია, გამოხატავს, მაგრამ შინაარსს არ ცვლის. ვის შეუძლია საქართველო მეტად დააზიანოს – ეს ის თემაა, რის გამოც ერთმანეთს უპირისპირდებიან. პოლიტიკაში კარდაკარი აბსოლუტურად მისაღები პრაქტიკაა, მაგრამ რეალურად, მათ რესურსი არ გააჩნიათ, რომკარდაკარ იარონ. ისინი კარდაკარ ადამიანებს ვერ დაარწმუნებენ, რომ საქართველო ცეცხლში უნდა იყოს გახვეული და დესტაბილიზაცია სწორი გზაა. ამ თემებზე მსჯელობა კარდაკარ აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის. სხვა თემა სალაპარაკოდ არ გააჩნიათ. ეს ადამიანები ქვეყნის დანგრევის ამოცანას მიმართავენ და ამას აღარც მალავენ, ხან ეკონომიკურ სანქციებს ითხოვენ, ხან რუსეთთან დაპირისპირებაზე, შეჯახებაზე საუბრობენ მათი პატრონები და თავად ეს პატარა პაიკები, რომლებიც კარდაკარ სიარულს არქმევენ იმას რომ სკამ და სკამ დადიან ხან ბაღებში და ქუჩაში და ვიღაცას ელაპარაკებიან. ფაქტია, ეს ხალხი მავნებელთა ჯგუფია, ვინც თავის აქტივობას ხან კარდაკარ არქმევს, ხან დახურულ შეხვედრას და ხან სხვა ტიპის კომუნიკაციას. არც ამ ადამიანების შინაარსი იცვლება და არც მათი გაერთიანების,” – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები