დღეს თბილისში ათასობით ხე და ბუჩქი შეწამლეს
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოებს განაგრძობს.
სამუშაოების ფარგლებში, დღეს სხვადასხვა სახეობის 11 000 ხე და 1 430 ბუჩქი შეიწამლა. აღსანიშნავია, რომ მწვანე ნარგავების შეწამვლა ფიტოსანიტარიული მონიტორინგის საფუძველზე მიმდინარეობს.
მწვანე ნარგავის წამლობა შემდეგ მისამართებზე განხორციელდა:
- კუს ტბის გზაზე;
- კუს ტბის მიმდებარედ;
- წყნეთის ტყე-პარკში;
მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება.