ტაილანდში ნარჩენებს, რომლებსაც მოქალაქეები ეროვნულ პარკში დატოვებენ, ფოსტით სახლში გაუგზავნიან
ტაილანდის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ადამიანებს, რომლებიც ტერიტორიაზე ნარჩენებს დატოვებენ, ნაგავს სახლში ფოსტით გაუგზავნის.
BBC-ის ინფორმაციით, ადამიანებს პარკში შესვლამდე საკუთარი კონტაქტების დატოვება მოუწევთ.
ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა, ვარავუტ სილპა-არჩამ მედიას პირველი “გზავნილი” წარუდგინა, რომელიც ერთ-ერთ ტურისტს გაუგზავნა. მასში ბოთლები და სხვადასხვა ნარჩენია. ასევე, გზავნილს ექნება მინაწერი: “ეს ეროვნულ პარკში, “ხაუიაში” დაგრჩათ”.
გარდა ამისა, მინისტრმა თქვა, რომ ნარჩენების დატოვება შეიძლება, დასჯადი გახდეს, რომელიც თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთას ან სოლიდურ ჯარიმას გამოიწვევს.