“ყველა კრიტერიუმით, რითაც ჩვენ ევროკომისიამ შეგვაფასა, საქართველო არის ევროპის ოცეულში” – ლევან მაჭავარიანი
“ყველა კრიტერიუმით, რომლითაც ჩვენ ევროკომისიამ შეგვაფასა, საქართველო არის ევროპის ოცეულში, უსწრებს აბსოლუტურად ყველა კანდიდატ წევრ ქვეყანას და ასევე უსწრებს ძალიან ბევრ, ნატო-ს და ევროკავშირის მოქმედ წევრ ქვეყანას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.
ის, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ, “კარგი მთავრობის 2025 წლის” ანგარიშს ეხმაურება.
“ყველაფერი, რაც ხდება, არის ურთიერთსაწინააღმდეგო. მაშინ, როდესაც კარგი მთავრობის ინდექსით, უშუალოდ ევროკომისიის ჩატარებული კვლევაა, იქ გამოკვეთილია რამდენიმე მიმართულება, რაშიც საქართველო ლიდერობს. ეს არის კანონის უზენაესობა, ეს არის ეფექტური მთავრობა, იქ არის საუბარი, რამდენად მიმზიდველია ბიზნესისთვის და ინვესტიციებისთვის საქართველო და ა.შ. ამ ყველა კრიტერიუმით, რითაც ჩვენ ევროკომისიამ შეგვაფასა, საქართველო არის ევროპის ოცეულში, უსწრებს აბსოლუტურად ყველა კანდიდატ წევრ ქვეყანას და ასევე უსწრებს ძალიან ბევრ ნატოსა და ევროკავშირის მოქმედ წევრ ქვეყნებს. როდესაც ისინი ჩვენ უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებენ, რაც აბსოლუტურად საწინააღმდეგოა ამ ანგარიშის, რაც თავადვე წარმოადგინეს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს კრიტიკა არის დაფუძნებული მხოლოდ რაღაც აღქმებზე, რაც უნდათ, რომ შექმნან,” – ამბობს მაჭავარიანი.