14 სექტემბერს კოალიცია – „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” უზენაესი სასამართლოს წინ პრესკონფერენციას აწყობს

ორშაბათს, 14 სექტემბერს, 10:30 სთ-ზე კოალიცია – „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინ აწყობს პრესკონფერენციას და ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ” შესატანი ცვლილების პროექტის ფართო საზოგადოებისათვის პრეზენტაციას. 

რაც შეეხება პრესკონფერენციის თემას – კოალიცია მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი მორიგი ცვლილებები ფრაგმენტულია და ვერ პასუხობს იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც არსებობს როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, ასევე, ზოგადად, სასამართლო ხელისუფლებაში.

ცვლილებების პაკეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებასა და კანდიდატების მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები