დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს, 18:00 საათზე, ბიუროს სხდომით გაიხსნება. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს უნდა გაიხსნას. საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია საკომიტეტო სხდომები. საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღის წესრიგს ბიურო დაადგენს.
პარლამენტის უმრავლესობის წევრები დაზუსტებით ამბობენ, რომ მიმდინარე კვირისთვის პარლამენტი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე მუშაობას დაასრულებს და ინიცირებულ პაკეტს მესამე მოსმენით დაამტკიცებს.
სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას პარლამენტში საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებებიც იქნება ინიცირებული, თუმცა სათანადო გადაწყვეტილებები ჯერ ინტერფრაქციულ ჯგუფშია მისაღები.