ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგები მაქსიმალურად მოქნილები ვიქნებით, რათა საარჩევნო პროცესს რისკი არ შეექმნას
“არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პარტნიორებსა და ცესკო-სთან ერთად ვმუშაობთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ეპიდემიოლოგებთან ერთად მაქსიმალურად ცდილობს, რომ საარჩევნო პროცესს არანაირი რისკი არ შეექმნას.
“ამ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებსა და ცესკო-სთან ერთად ვმუშაობთ. ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგები მაქსიმალურად მოქნილები ვიქნებით, რომ საარჩევნო პროცესს არანაირი რისკი არ შეექმნას და ჩვენმა ყველა მოქალაქემ შეძლოს, დააფიქსიროს თავისი სურვილი, თუ როგორი მთავრობა და ხელისუფლება წარმოუდგენია შემდეგი 4 წლის მანძილზე”, – განაცხადა ტიკარაძემ.