გურამ მაჭარაშვილი: საარჩევნო კოდექსი უზრუნველყოფს, რომ ყველა ადამიანი როგორც წინასაარჩევნო კამპანიის, ასე არჩევნების დღეს იქნება თავისუფალი თავისი ნების გამოხატვაში

“საარჩევნო კოდექსი უზრუნველყოფს, რომ ყველა ადამიანი როგორც წინასაარჩევნო კამპანიის, ასე არჩევნების დღეს იქნება თავისუფალი თავისი ნების გამოხატვაში”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა ემსახურება სწორედ იმას, რომ თეორიულადაც გამოირიცხოს და საზოგადოებაში გაჩნდეს განცდა იმისა, რომ ყველა ადამიანი იქნება როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ასევე – თავად არჩევნების დღეს თავისუფალი თავისი ნების გამოხატვაში. ჩვენ არსებული კანონმდებლობითაც აუცილებლად შევძლებდით იმას, რომ იქნებოდა საკმაოდ ეფექტური, აქტიური და გამჭვირვალე წინასარჩევნო კამპანია ასევე თავად არჩევნების დღე, თუმცა ჩვენ გვინდა, რომ ყოველგვარი სპეკულაციები გამოვრიცხოთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ ყოველგვარი რისკი როგორც თეორიულ დონეზე, ასევე – პრაქტიკულ ასპექტში, რომ ვინმემ გაბედოს, მოისურვოს ან შეძლოს რაიმე ტიპის არამართლზომიერი ზეგავლენა მოახდინოს ამომრჩეველზე”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ ცვლილებებს მიესალმება საერთაშორისო საზოგადოება. ოპოზიციის უარყოფით შეფასებებს და, ზოგადად, მათ დღის წესრიგს საზოგადოება არჩევნებზე გასცემს პასუხს.

„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ევროკავშირის ელჩს, საერთაშორისო საზოგადოებას მოსწონს ეს ცვლილებები და პოზიტიურად აკეთებს კომენტარებს, „ნაციონალურ მოძრაობას” ეს არ მოსწონს. ქართულ საზოგადოებას მოსწონს ჩვენი მიდგომები როგორც კოვიდ-19 თან ბრძოლაში, ისე ცვლილებებთან დაკავშირებით, „ნაციონალურ მოძრაობას” ეს არ მოსწონს. ჩვენთვის ეს გასაკვირი არ არის. მათ აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, მესმის, რომ მათ უკვე საზოგადოებაში აღარ გაესვლებათ და წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ პარლამენტში და ა.შ, თუმცა არჩევნებამდე დარჩა ორი თვე და ჩვენ კარგად ვნახავთ როგორი იქნება პასუხი საზოგადოების პასუხი 31 ოქტომბერს. რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, ეს არ არის ჩვენთვის პანაცეა, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული იქეთ, რომ იყოს გამჭვირვალე და, მაქსიმალურად, კანონმდებლობის დონეზეც კი იყოს დაცული ყველა ადამიანი”, -განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები