ბრაზილიიდან ჩინეთში იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი გამოვლინდა
ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბრაზილიიდან ჩინეთში იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი გამოვლინდა.
ამის შესახებ CNN იტყობინება.
ქათმის გაყინული ხორცის ნიმუში ჩინეთის ქალაქ შენჯენში შეტანილი ტვირთიდან აიღეს.
აღინიშნება, რომ დაავადების კონტროლის ადგილობრივმა ცენტრმა ყველა იმ პირის ტესტირება განახორციელა, რომლებსაც ინფიცირებულ ხორცთან შეიძლება ჰქონოდა კონტაქტი, თუმცა ყველას უარყოფითი პასუხი მოუვიდა.
ადგილობრივი ხელისუფლება იგივე მწარმოებლის მიერ გაყიდულ საქონელს იკვლევს, ასევე მოხდა იმ ადგილის დეზინფიცირება, სადაც ქათმის ხორცი იქნა გამოვლენილი.
ჩინეთმა იმპორტირებულ საკვებ პროდუქტებზე პორტებში ივნისიდან სკრინინგის პროცედურა გაამკაცრა.