ლევან სამუშიამ პარტია “თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა
ლევან სამუშიამ პარტია “თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია სამუშიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება – დავტოვო პარტია “თავისუფალი დემოკრატები”. წარმატებას ვუსურვებ ” თავისუფალ დემოკრატებს”! სადაც უნდა ვიყო, აქტიურად გავაგრძელებ ბრძოლას “რუსული ოცნების” წინააღმდეგ, ქვეყნის დასავლური მომავლისა და, ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებისათვის.
P.S. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ”, – წერს ლევან სამუშია.