საქართველოში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანლის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, 2 აგვისტოს ჩათვლით მოსალოდნელია არამდგრადი ამინდი და ხანმოკლე წვიმა.
როგორც სინოპტიკოსმა “კვირას” განუცხადა, 1-2 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.
“ხვალ საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან – ელჭექით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 28-33 გრადუსი იქნება, მთაში – 29-34 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში 23-28 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა 28-33 გრადუსი იქნება, მთაში 26-31 გრადუსი და გუდაური-კობის მონაკვეთზე მოსალოდნელია 17-20 გრადუსი, რაც შეეხება სამხრეთ მაღალმთიანეთს – ჰაერის ტემპერატურა 23-26 გრადუსამდე გათბება.
1-2 აგვისტოს კვლავ მოსალოდნელია არამდგრადი ამინდი. შაბათს დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს, ზოგან – ელჭექით, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს”, – განუცხადა “კვირას” დოდო გვაზავამ.