პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში მოთავსებული, ავღანეთიდან გადმოყვანილი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა
საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, სალომე ზურაბიშვილი გორის ჰოსპიტალში მოთავსებული, ავღანეთიდან გადმოყვანილი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.
თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გელა გიორგაძე, პრეზიდენტის დავალებით, პირადად ესაუბრა მათ.
გელა გიორგაძის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეები მკურნალობის კურსს გადიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.