“იმ არსებებს, გამწარებულ ოჯახს გარდაცვლილი შვილის ფულზე გაყიდვას რომ აბრალებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ბინძურ პოლიტიკურ აფიორაში ვერ ჩაითრიეს, შესატყვისი სახელი ვერ მოვუფიქრე”

ურბანისტი მამუკა სალუქვაძე გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“იმ არსებებს, გიორგი შაქარაშვილის გამწარებულ ოჯახს გარდაცვლილი შვილის ფულზე გაყიდვას რომ აბრალებენ და ათასი უშვერი სიტყვით მოიხსენიებენ მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ ბინძურ პოლიტიკურ აფიორაში ვერ ჩაითრიეს და ქუჩაში ვერ გაიყვანეს, მათი შესატყვისი სახელი ვერ მოვიფიქრე…რაც მოვუფიქრე, აქ ნაღდად ვერ დავწერ, საშინლად უხამსია”, – წერს მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები