ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების კონკურსის – „სამყარო ხვალ“ გამარჯვებულები ცნობილია
7 ივლისს მწერალთა სახლში ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების კონკურსის „სამყარო ხვალ“ გამარჯვებულები გამოვლინდა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გამარჯვებულთა დასახელება ონლაინჩართვის მეშვეობით მწერალთა სახლის ფეისბუქგვერდზე გაიმართა.
ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:
პირველი პრემია: ნია რეხვიაშვილი – „მოგზაურობა ფოტოში“ (ლაგოდეხი, სოფ. აფენის მე-2 სკოლა)
მეორე პრემია: გიორგი ხითარიშვილი – „სად მიდიან ბატები ზამთრობით, როცა ტბა იყინება?“ (თბილისი, სკოლა ოპიზა)
მესამე პრემია: ნატალი ჩიტაია – „მომავლის ალტერნატივები“ (თბილისი, კომაროვის 199-ე სკოლა)
გამარჯვებულები მწერალთა სახლისგან მიიღებენ მაღაზია „ზუმერის“ 500, 400 და 300-ლარიან ვაუჩერებს.
კონკურსის ჟიურიმ, რომელის წევრებიც იყვნენ: ირაკლი ლომოური, ზურაბ პაპიაშვილი, ლელა შუბითიძე, ნინო ბექიშვილი და ვასო გულეური, 99 საკონკურსო მოთხრობა განიხილეს, საიდანაც 10 ფინალისტი გამოვალინეს.
გამარჯვებულ კონკურსანტებთან ერთად ფინალში მოხვდნენ:
თამარ აბდუშელიშვილი – „ფანტასტიკური მოთხრობა“ (ჭიათურის მე-2 სკოლა)
ვიკა ვანიშვილი – „დამალული მომავალი“ (გორი, სოფ. სვენეთის საჯარო სკოლა)
ანდრია კიკონიშვილი – „ლტოლვილები“ (თბილისი, კომაროვის 199-ე სკოლა)
ანი კობახიძე – „საწყისთა ძახილი“ (თბილისი, 161-ე სკოლა)
სალომე ლომიძე – „მე მცივა“ (ხაშური, 1-ლი სკოლა)
ნია რეხვიაშვილი – „მოგზაურობა ფოტოში“ (ლაგოდეხი, სოფ. აფენის მე-2 სკოლა)
დაჩი რუხაძე – „თურმე როგორ შემყვარებია“ (თბილისი, 175-ე სკოლა)
ანი პოღოსიანი – „მედიუმი 17“ (ნინოწმინდა, სოფ. განძის მე-2 სკოლა)
ნატალი ჩიტაია – „მომავლის ალტერნატივები“ (თბილისი, კომაროვის 199-ე სკოლა)
გიორგი ხითარიშვილი – „სად მიდიან ბატები ზამთრობით, როცა ტბა იყინება?“ (თბილისი, სკოლა ოპიზა).
შვიდივე ფინალისტი მწერალთა სახლისგან მიიღებს წამახალისებელ პრიზს – მაღაზია „ბიბლუსის“ 50- ლარიან ვაუჩერს.
ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების კონკურსი „სამყარო ხვალ“ გამოცხადდა 2020 წლის 8 აპრილს და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებს.