შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან შეხვედრა გამართა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს. განსაკუთრებული ყურადღება ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ორმხრივ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გამახვილდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა და ელჩმა, ასევე, მხარეთა შორის საპოლიციო სფეროში სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.